Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩალჰანოღლუ და მილანი შეთანხმებასთან ახლოს არიან ?

Tuttosport-ის ინფორმაციით, ჰაკან ჩალჰანოღლუს აგენტი მილანის წარმომადგენლებს ხვალ შეხვდებიან და მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.

უკვე რამდენიმე თვეა თურქი ფეხბურთელის გარშემო არაერთი ვარაუდი გამოითქვა და ბევრი იმასაც ამტკიცებდა, რომ ჩალჰანოღლუ სეზონის ბოლოს მილანს დატოვებდა, თუმცა წყაროს მტკიცებით 26 წლის თურქი ფეხბურთელი მზად არის მილანის შეთავაზებულ 4.5 მილიონ ევროს დათანხმდეს და როსონერისთან კონტრაქტი გააფორმოს.