Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუ:“ დღეს მიზნისკენ საბოლოო ნაბიჯი უნდა გადავდგათ“

ჰაკან ჩალჰანოღლუმ კალიარისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია იხილეთ აქ.


„ჩვენ მიზანთან ძალიან ახლოსვართ, მილანის ქომაგები ამ მომენტს უკვე 8 წელია ელოდებიან, მე კი 4. ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ და მზად ვართ, რომ საბოლოო ნაბიჯი გადავდგათ.

„გუნდის ერთადერთი მიზანი დღეს გამარჯვებაა. გვინდა ჩვენს გულშემატკივრებს და ოჯახებს ამ გამარჯვებით მადლობა გადავუხადოთ იმისთვის, რომ რთულ სიტუაციებში ისინი არასოდეს გვტოვებენ.

„გუნდი ბოლო 2 წელიწადში ძალიან განვითარდა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება ნამდვილად დაიმსახურა, ამიტომ ჩვენ დღეს საბოლოო ნაბიჯი უნდა გადავდგათ.“