Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუ:“ ვენეციაში დამსახურებულად გავიმარჯვეთ, ჩვენ ჩემპიონობა გვსურს“

ჰაკან ჩალჰანოღლუმ ინტერის ოფიციალურ არხთან ვენეციასთან მატჩზე ისაუბრა.

„გუშინდელი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე კარგი გოლი გავიტანე და ამის გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მოპოვებული 3 ქულაა. ვიცოდით, რომ ვენეციაში თამაში ძალიან რთული იქნებოდა და ასეც გამოვიდა, მაგრამ მთავარია კონკურენტებთან ჩამორჩენა შევამცირეთ. ინტერი ტიტულის დასაცავად იბრძვის და ჩვენ ვიცით, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია.

„ახლა ცოტა უნდა დავისვენოთ და სპეციასთან მატჩზე ვიფიქროთ. შეიძლება ასეთი შეხვედრები ბევრს მარტივი ეგონოს, თუმცა არც სერია ა-ში და არც ჩემპიონთა ლიგაზე მარტივი შეხვედრები არ არსებობს. ინტერის წინააღმდეგ ყველა გაორმაგებული მონდომებით თამაშობს, რადგან ჩვენ ჩემპიონები ვართ და ყველას სურს, რომ პრობლემები შეგვიქმნას.“