Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩალჰანოღლუ:“ თავს შესანიშნავად ვგრძნობ“

ჰაკან ჩალჰანოღლუმ, რომელმაც გუშინდელ მატჩში შემროკ როვერსის წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ პირველივე წუთიდან კარგად დავიწყეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა გუნდის პიქრები ბოლონიასთან მატჩზეა. იბრა? ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ის არა მხოლოდ მე, არამედ მთელს გუნდს ეხმარება. თავს შესანიშნავად ვგრძნობ, იმაზე უკეთ, ვიდრე გასულ სეზონში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვგრძნობ, რომ ჩვენ გუნდი ვართ.

„ჩვენ მეტოქეებს პატივს ვცემთ, ვიცოდით, რომ შემროკი კარგი გუნდია და დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევდა, თუმცა მილანი თავის თამაშზე იყო კონცენტრირებული და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა. ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ბევრი ვიმუშავეთ, რამაც შედეგი გამოიღო.

„ირლანდიელებთან ირლანდიაშ თამაში ყოველთვის ძალიან რთულია. ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან, თუმცა ჩვენ მთელი 90 წუთი შესანიშნავად ვითამაშეთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.