Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუ:“ იმედი მაქვს სკუდეტოს წელსაც მოვიგებთ…“

ჰაკან ჩალჰანოღლუმ, რომელიც ინტერს მილანიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, დღეს გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა და კომენტარიც გააკეთა.

„ინტერის ფორმის ტარება ძალიან ბევრს ნიშნავს და მე ამაყი ვარ, რომ სერია ა-ს ჩემპიონების რიგებში თამაშის შანსი მომეცა. გუნდმა გასულ სეზონში შესანიშნავი თამაში აჩვენა და იმედი მაქვს, რომ სკუდეტოს მოპოვებას ამ სეზონშიც მოვახერხებთ.

„ჩვენ წინ ურთულესი ჩემპიონატი გველოდება, რადგან სერია ა-ს დონე სეზონიდან სეზონამდე იმატებს, თუმცა ინტერი საბრძოლველად მზად არის.“