Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუ:“ ინტერი დიდებული გუნდია, შესანიშნავი ქომაგებით…“

ჰაკან ჩალჰანოღლუმ, რომელმაც ინტერთან ერთად რამდენიმე სავარჯიშო სესია უკვე გამართა, ნერაძურის რიგებში გატარებულ პირველ დღეებზე ისაუბრა.

„მე ნელ-ნელა ყველას ვიცნობ და სიტუაციას ვეჩვევი. ეს ახალი გამოწვევაა, რითიც ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ და თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ჩემი თანაგუნდელები ძალიან მეხმარებიან.

„მწვრთნელს და შტაბს უკვე შევხვდი და მათ ძალიან თბილად მიმიღეს, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდი.

„ინტერის რიგებში თამაში ნიშნავს დაიცვა ჩემპიონების ღირსება, რომელსაც ტიტულის დაცვა სურს. ნერაძური დიდებული გუნდია, რომელსაც შესანიშნავი ქომაგები ჰყავს და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ნერაძურიმ ჩემპიონის სტატუსი შეინარჩუნოს.

„რატომ ნომერი 20 ? მე ყოველთვის 10 ნომრით ვთამაშობდი, მაგრამ რადგან ახლა ის დაკავებულია მე 20 ნომრით თამაში გადავწყვიტე, 2-ჯერ 10.“