ჩალჰანოღლუ კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მილანს და რალფ რანგნიკს ჰაკიმ ჩალჰანოღლუს გუნდში დატოვება უნდათ და ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს შესტავაზებენ.

შემტევი ნახევარმცველის აგენტმა გუშინ განაცხადა,რომ ფეხბურთელი მილანში ბედნიერია,თუმცა ის ამბიციური ადამიანია და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა.

თუმცა Tuttosport-ის ინფორმაციით,ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არის და თავად თურქიც არ არის ამის წინააღმდეგი.გამოცემის მტკიცებით რალფ რანგნიკი ჰაკანს მილანის მომავალი პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წევრად განიხილავს.

ჩალჰანოღლუს კონტრაქტი მილანთან 2021 წლის ივნისში იწურება.

Leave a Reply

Your email address will not be published.