Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუ:“ მადრიდში მოსაგებად ჩავალთ“

ჰაკან ჩალჰანოღლუმ რომასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„გოლი კუთხურიდან ? დიახ, მე გატანას ვცდილობდი. ზოგადად კუთხურიდან მე ყოველთვის ძელთან ახლოს ჩაწოდებას ვცდილობ, ახლა კი ყველაფერი შესანიშნავად გამოვიდა. რა თქმა უნდა, გამიმართლა კიდეც, მაგრამ გოლი გავიდა და ბედნიერი ვარ. ჩვენ ვდომინირებდით, გოლი არ გავუშვით და დამსახურებული 3 ქულა მოვიპოვეთ.

„ჩვენ კარგ ფორმაში ვართ, იმ მატჩებშიც კი, რომლებშიც ვერ ვიმარჯვებდით, გუნდი კარგ თამაშს აჩვენებდა, ამიტომ თავდაჯერებულობა არ დაგვიკარგავს და ახლა დამსახურებულ შედეგებსაც ვიღებთ.

„ადაპტაციის პერიოდი ? ვფიქრობ, რომ ადაპტაციის პერიოდი დასრულდა და მე კიდევ უფრო მოვუმატებ. ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა და მიხარია, რომ ინტერის დახმარებას ვახერხებ.

„რეალთან მატჩი ? სან სიროზე ჩვენ მათზე უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ დავმარცხდით. რეალის ძალა ყველამ კარგად იცის, მაგრამ ჩვენ გამარჯვება შეგვიძლია და მადრიდში მოსაგებად ჩავალთ.“