Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუ:“ მალდინის 3 დღის წინ ვესაუბრე…“

ჰაკან ჩალჰანოღლუმ იტალიის ნაკრებთან მატჩის წინ, რომელიც 11 საათზე გაიმართება, მცირე კომენტარი საკუთარ მომავალთან დაკავშირებითაც გააკეთა.

27 წლის ფეხბურთელს როსონერისთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით გაურკვეველია, დარჩება თუ არა ის მილანის რიგებში.

„მე მალდინის 3 დღის წინ ვესაუბრე, მან დამირეკა და ჩვენ მილანის შესახებ ვისაუბრეთ. მე პაოლოს ვუთხარი, რომ ახლა კონცენტრაციის გაკეთება მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე მსურს, შემდეგ კი მალდინი-მასარასთან საუბარი პრობლემა არ არის.“