Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩალჰანოღლუ მილანში დარჩენასთან ახლოს არის

მილანს ჰაკან ჩალჰანოღლუს კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ერთი ნაბიჯი აშორებს და მხარეები ახალ ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში მოაწერენ ხელს.

თურქმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 9 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა, რომელთა უმეტესობა, კონკრეტულად კი 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემა პანდემიის შემდგომ პერიოდზე მოდის.

მისი ფორმიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჰაკანის კონტრაქტი 2021 წლის ივნისში იწურება, დიავოლო ახალ ხელშეკრულებაზე უკვე დიდი ხანია მუშაობს და თუ იტალიურ პრესას დავუჯერებთ, მისი ახალი კონტრაქტი სულ მალე გაოფიციალურდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ჰაკანი ახალი კონტრაქტის მიხედვით მილანში 2024 წლის ივნისამდე დარჩება და მისი ხელფასი სეზონში 3 მილიონი ევრო იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published.