Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუ მილანში რჩება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას ინფორმაციით, ბოლო საათებში ჰაკან ჩალჰანოღლუს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და დიდი ალბათობით თურქი ფეხბურთელი მილანში დარჩება.

ჰაკანს როსონერისთან მიმდინარე კონტრაქტი 1 თვეში ეწურება და ის გუნდიდან წასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ 27 წლის ფეხბურთელს არც თუ ისე ბევრი მსურველი ჰყავდა და წყაროს ინფორმაციით, მან მილანში დარჩენა გადაწყვიტა.

შირას ინფორმაციით, ჰაკანი მილანთან 2024 წლის ზაფხულამდე მოაწერს ხელს და მისი ანაზღაურება სეზონში 4 მილიონი ევრო იქნება, რასაც სხვადასხვა ბონუსები დაემატება.