ჩალჰანოღლუ რომასთან მატჩისთვის მზად იქნება ?
ჰაკან ჩალჰანოღლუმ რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე მარცხენა კოჭის მყესი გაიჭიმა და სამედიცინო შტაბი ვარაუდობდა, რომ თურქ ფეხბურთელს მინიმუმ 10 დღე გაუცდებოდა.
Calciomercato-ს ინფორმაციით კი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი იმაზე ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ამას ვარაუდობნდნე.
წყაროს ინფორმაციით, არც ის არის გამორიცხული, რომ ჰაკანმა მონაწილეობა ორშაბათს გასამართ მატჩში მიიღოს, სადაც დიავოლო რომას დაუპირისპირდება.