Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩალჰანოღლუ ტურინშია…

ბოლო პერიოდში ჰაკან ჩალჰანოღლუს იუვენტუსში შესაძლო გადასვლის შესახებ არაერთი ჭორი გავრცელდა და ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული სურათი ამ ჭორებს უფრო რეალურს ხდის.

მერიჰ დემირალმა, რომელიც თურქეთის ნაკრებში ჰაკანის თანაგუნდელია, დღეს ტურინში გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, სადაც მას გვერდს ჩალჰანოღლუ უმშვენებს და ეს სურათი მილანის 26 წლის ნახევარმცველმაც გააზიარა.

ჰაკანის კონტრაქტი მილანთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და თუ ის დეკემბრის ბოლომდე ახალ ხელშეკრულებას არ მოაწერს ხელს, თურქი ფეხბურთელი როსონერის დიდი ალბათობით იანვარში, ან სეზონის ბოლოს დატოვებს.