Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუ:“ ჩემი მილანში ხილვა მხოლოდ პიოლის სურდა…“

ჰაკან ჩალჰანოღლუმ მილანიდან წასვლის მთავარი მიზეზი დაასახელა და ნერაძურის ამბიციებზე ისაუბრა.

თურქი ფეხბურთელი მილანს 2017 წელს ლევერკუზენიდან, 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, 30 ივნისს კი მისი კონტრაქტი როსონერისთან ამოიწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსით ინტერის ფეხბურთელი გახდა.

„მესმის, რომ ჩემმა გადაწყვეტილებამ ქომაგების უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ მე არც პირველი ვარ და არც ბოლო, ვინც ეს გააკეთა. ისტორიის განმავლობაში მილანიდან ინტერში ან პირიქით ბევრი ფეხბურთელი გადასულა.

„მილანის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემთვის პრიორიტეტული საკუთარი მომავალია. მე მილანისთვის ძალიან ბევრი გავაკეთე, გუნდში ყველას პატივს ვცემდი, მაგრამ ახალი გამოწვევის დრო მოვიდა.

„სიმართლე რომ გითხრათ, მე ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მილანში ჩემი დარჩენა მხოლოდ სტეფანო პიოლის სურდა. მე მას არაერთხელ ვესაუბრე და ის ჩემს დარწმუნებას ცდილობდა, თუმცა ის ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემს.“

ჩალჰანოღლუს მილანიდან შესაძლო წასვლის შესახებ ბევრი იწერებოდა, მაგრამ მისი ინტერში ტრანსფერი მოულოდნელი იყო.

„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მე ზარი პიერო აუსილიოსა და სიმონე ინძაგისგან მივიღე და როდესაც ადამიანები შენს მიმართ ინტერესს იჩენენ, მათ გუნდში გადასვლა გინდება.

„ინძაგის 3-5-2 ? მე ეს სისტემა ძალიან მომწონს. მე დაახლოებით იგივე ფუნქცია მექნება, რომელსაც ლაციოში ლუის ალბერტო ასრულებდა, ჩვენ კი მახასიათებლებით საკმაოდ ვგავართ ერთმანეთს. ახლა კი ერთი სული მაქვს, როდის შევუქმნი შანსებს ლუკაკუსა და ლაუტაროს.“