Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩალჰანოღლუ 6 მილიონს ითხოვს

მილანი ჰაკან ჩალჰანოღლუსთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს განაგრძობს და Tuttosport-ის ინფორმაციით, თურქ ფეხბურთელს სეზონში 6 მილიონი ევროს მიღება სურს.

ჰაკანის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და არაერთმა იტალიურმა თუ გერმანულმა გრანდმა მისი გაფორმების სურვილი უკვე დააფიქსირა, რაც დიავოლოს სიტუაციას უფრო ართულებს.

26 წლის ფეხბურთელი მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით 2.5 მილიონ ევროს იღებს და მილანი მისი ხელფასის გაზრდას 4 მილიონამდე გეგმავდა, თუმცა ჰაკანი 6 მილიონზე ნაკლებ ხელშეკრულებას არ დათანხმდება…