Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩალჰანოღლუ 90 პროცენტით მანჩესტერის ფეხბურთელი გახდება

Bild-ის ჟურნალისტმა, კრისტიან ფალკმა SempreMilan-თან ჰაკან ჩალჰანოღლუს შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ჰაკან ჩალჰანოღლუს აგენტსა და მანჩესტერის ხელმძღვანელობას შორის ფეხბურთელის ტრანსფერზე პირველი კონტაქტი ჯერ კიდევ ზაფხულში შედგა.

„ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ იუვენტუსმა მისი გაფორმება გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სცადა, მაგრამ მილანმა ტურინელების შეთავაზება დაბლოკა.

„ახლა მანჩესტერი ფეხბურთელთან ხელფასს ათანხმებს, რაც იქიდან გამომდინარე, რომ მის გაფორმებას უფასოდ გეგმავენ, დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, ის 90 პროცენტით მანჩესტერის ფეხბურთელი გახდება.“