Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩელსიმ ემერსონის შემცვლელი გაიფორმა, პალმიერის ინტერში ტრანსფერი დროის საკითხია

ჩელსიმ ლესტერიდან მარცხენა უკანახაზელის, ბენ ჩიველის ტრანსფერი დაადასტურა, რაც ემერსონ პალმიერის გუნდიდან წასვლაზე მიუთითებს.

პალმიერი ჩელსიში ანტონიო კონტეს მოთხოვნით, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ მივიდა, თუმცა კონტეს ჩელსიდან წასვლის შემდეგ მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და დიდი ალბათობით, ის კონტეს კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე ინტერის შემადგენლობაში შეუერთდება.

ჩვენს საიტზე უკვე გაცნობეთ, რომ კრისტიანო ბირაგი ფიორენტინას დაუბრუნდა და 26 წლის ემერსონის ინტერში ტრანსფერი, რომლის სანაცვლოდაც ჩელსი 15-20 მილიონს ითხოვს, დროის საკითხია.

Leave a Reply

Your email address will not be published.