Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსიმ ინტერს და ნაპოლის ძაპაკოსტას ფასი შეუთვალა

ინტერი და ნაპოლი ჩელსის მარჯვენა მცველის დავიდე ძაპაკოსტას ტრანსფერს სერიოზულად განიხილავენ და იტალიური მედიის ცნობით, ლურჯები მზად არიან ფეხბურთელი 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისონ.

29 წლის იტალიელ ფეხბურთელს ჩელსისთან მიმდიანრე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ის ლურჯების გეგმებში უკვე დიდი ხანია არ შედის, თუმცა ინგლისელები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და დავიდეს სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის შემცირებას არ გეგმავენ.

Corriere dello Sport-ის ცნობით, თუ ჩელსი გარკვეულ დათმობაზე არ წავა, მისი ინტერის ან ნაპოლის რიგებში ხილვა ფაქტობრივად გამორიცხულია.