Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩელსიმ ინტერს კანტეს ფასი შეუთვალა

ლონდონის ჩელსი ნ’გოლო კანტეს გაყიდვას 90 მილიონი ევროზე ნაკლებად არ აპირებს.

ფრანგმა ფეხბურთელმა გასული სეზონის უდიდესი ნაწილი ლაზარეთში გაატარა და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლემპარდი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იყო, თუმცა ჩელსის მიერ დასახელებული თანხა საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

რა თქმა უნდა, 90 მილიონ ევროს 29 წლის ფეხბურთელში, რომელმაც საკმაოდ მძიმე ტრავმა გადაიტანა, არც ერთი გუნდი არ გადაიხდის. კანტემ გასულ სეზონში საერთო ჯამში 28 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.