Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩელსიმ იუვენტუსი უარით გაისუმრა

ბიანკონერიმ ლონდონელებს ჟორჟინიოს სანაცვლოდ მირალემ პიანიჩი შესთავაზეს,თუმცა ჩელსი ამ გაცვლით დაინტერესებული არ არის.

მაურიციო სარი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნახევარდაცვლის ხაზის გაძლიერებას ითხოვს და პრიორიტეტულ სამიზნედ სწორედ იტალო-ბრაზილიელს მიიჩნევს,თუმცა გუნდები ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

ფრენკ ლემპარდის გუნდმა აიაქსიდან ჰაკიმ ზიეიჩის და ლეიფციგის ტიმო ვერნერის გაფორმება უკვე მოასწრეს,ინგლისელები ნახევარდაცვის ხაზში ერთი ფეხბურთელის შეძენასაც გეგმავენ,თუმცა მათ პიანიჩი არ სურთ.

გავრცელებული ინფორმაციით,მოლაპარაკებები მხარეებს შორის წარმატებით ვითარდებოდა,თუმცა პიანიჩის ბოლო ორი თამაშის შემდეგ,ლონდონელები მისი ფორმით უკმაყოფილოები არიან და ტრანსფერი დაბლოკეს.

Leave a Reply

Your email address will not be published.