Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩელსიმ იუვენტუსს რუდიგერის ფასი შეუთვალა

Calciomercato-ს ინფორმაციით, ჩელსიმ იუვენტუსს ცენტრალური მცველის, ანტონიო რუდიგერის ფასი შეუთვალა.

გერმანელმა ფეხბურთელმა ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა კურტ ზუმასა და ტიაგო სილვას დუეტთან წააგო და ფეხბურთელი მზარ არის, ლონდონი დატოვოს.

მისი გაფორმებით იუვენტუსი და მილანი არიან დაინტერესებული და წყაროს მტკიცებით, ჩელსი ფეხბურთელს 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

36 წლის ჯორჯო კიელინი ბოლო პერიოდში ტრავმებს ებრძვის და არც ის არის გამორიცხული, რომ მან სეზონის ბოლოს კარიერა დაასრულოს, ამიტომ იუვე მისი შემცვლელის ძიებაშია და 27 წლის რუდიგერი შესაძლოა მათთვის შესაბამისი კანდიდატი იყოს.