Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსიმ პულიშიჩი მილანს და იუვეს შესთავაზა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლონდონის ჩელსის ზამთარში კრისტიან პულიშიჩის გასხვისება სურს და მისი მსურველების ძიება უკვე დაიწყო.

23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ტრავმებისა და მაღალი კონკურენციის გამო ჩელსის რიგებში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა და მარჯვენა ვინგერი ტუხელის გეგმებში არ შედის, ამიტომ ლონდონელები მზად არიან ფეხბურთელი იჯარით გაასხვისონ და Calciomercato-ს ცნობით, პოტენციურ მსურველებს შორის ორი იტალიური გრანდი – მილანი და იუვენტუსი არიან.

მილანი უკვე დიდი ხანია, რაც მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას ცდილობს და ახალგაზრდა პულიშიჩი მათი პროექტის კრიტერიუმებს კარგად აკმაყოფილებს, მაგრამ მათ სხვა გრანდებთნ ერთად, იუვენტუსის წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ.