ჩელსის დე ლიხტის ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვა სურს
იტალიურ მედიაში მატაის დე ლიხტის იუვენტუსიდან წასვლის თაობაზე ცნობები არ წყდება და ერთ-ერთ დაინტერესებულ გუნდად ლონდონის ჩელსი მოიაზრება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ბიანკონერი დე ლიხტის გაყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მინიმუმ 100 მილიონ ევროს გადაიხდის, ჩელსი კი ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელის ჩართვით ეცდება.
წყაროს ცნობით, ლონდონელები იუვენტუსს ფულთან ერთად ტიმო ვერნერს ან კრისტიან პულიშიჩს შესთავაზებენ, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ბიანკონერი ამ წინადადებას დათანხმდეს.
გამოცემის ინფორმაციით, ჩელსისა და მანჩესტერ იუნაიტედის შემდეგ, მატაის დე ლიხტის მიმართ ინტერესი მანჩესტერ სიტიმაც დააფიქსირა, თუმცა ქალაქელებს ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება არ გაუკეთებიათ.