Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩელსის დიბალა სურს ?

პაულო დიბალას ტურინული მომავალი უფრო და უფრო ბურუსით მოცული ხდება. მას მიმდინარე სეზონში იუვენტუსის მაისურით არც ერთ თამაშში არ მიუღია მონაწილეობა და იტალიურ მედიაში ისიც დაიწერა, რომ გუშინ ლა ჯოიას და ფაბიო პარატიჩის შორის არც თუ ისე სასიამოვნო საუბარი შედგა.

გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე გუნდთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა თუ მას სათამაშო დრო კვლავ არ მიეცა არგენტინელმა შესაძლოა გუნდიდან წასვლა გადაწყვიტოს და Tuttomercato-ს ინფორმაციით, ჩელსი მზად არის დიბალას სანაცვლოდ იუვეს წინადადებით იანვარშივე მიმართოს.