Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსის პასუხი მილანს ტომორის თაობაზე…

ფიკაიო ტომორი ბოლო პერიოდში მილანის ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი იყო. ფეხბურთელი როსონერის იანვარში ჩელსიდან, იჯარის წესით შეუერთდა და უმოკლეს დროში როგორც გულშემატკივრების, ასევე მწვრთნელის და გუნდსი დირექტორების გული მოიგო და მილანი მის გამოსყიდვას გეგმავს.

კონტრაქტის მიხედვით, როსონერის ინგლისელი უკანახაზელის სანაცვლოდ 28 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, თუმცა მილანი ამ თანხის შემცირებას ცდილობდა და ჩელსისთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

Tuttosport-ის მტკიცებით, ჩელსი ფეხბურთელის გაშვებას ძალიან ნანობს და მილანთან გამოსასყიდი თანხის შემცირების შესახებ მოლაპარაკებების გამართვას არც კი აპირებს, ამიტომ როსონერის სრული თანხის გადახდა მოუწევს.