Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსის შემდეგ, კიეზას გაფორმებით კდიევ ერთი გრანდი ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლონდონის ჩელსის შემდეგ იუვენტუსის ვინგერის ფედერიკო კიეზას გაფორმების სურვილი მიუნხენის ბაიერნმაც გამოთქვა.

იუვენტუსმა სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო და სერია ა-ში მე-7 პოზიციაზე იმყოფება. იტალიური წყაროების ცნობით, თუ ბიანკონერი ოთხეულში ადგილის დაკავებას და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ მოახერხებს, გუნდს მატაის დე ლიხტის ან ფედერიკო კიეზას გაყიდვა მოუწევს, რაც ფინანსური კრიზისით იქნება გამოწვეული.