Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსის ჰაკიმის ტრანსფერში პალმიერის ჩართვა სურს

პსჟ-ს შემდეგ, აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერზე ჩელსიც გააქტიურდა და იტალიური მედიის ცნობით, ლონდონელები ჰაკიმის სანაცვლოდ ნერაძურის ფულთან ერთად ემერსონ პალმიერის სთავაზობენ.

პალმიერი უკვე დიდი ხანია, რაც ინტერის სატრანსფერო რადარზე იმყოფება და Rai Sport-ის მტკიცებით, ბენეამატას ფეხბურთელისგან ტრანსფერზე თანხმობა უკვე მიღებული აქვს, თუმცა ჩელსი და ინტერი პალმიერის სატრანსფერო ღირებულებაზე ვერ თანხმდებიან.

ინტერი იტალო-ბრაზილიელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროზე მეტის დახარჯვას არ აპირებს, ინგლისელები კი 26 წლის ფეხბურთელს 20 მილიონად აფასებენ.

წყაროს ცნობით, ინტერი მზად არის ჩელსის ჰაკიმი 70 მილიონის და პალმიერის სანაცვლოდ დაუთმოს, თუმცა ჩელსისთვის ჯერჯერობით ასეთი პირობა მიუღებელია…