Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსის ჰაკიმის ტრანსფერში მარკოს ალონსოს ჩართვა სურს

ინტერი და ჩელსი აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ და ლონდონელები ფეხბურთელის სატრანსფერო ფასის შემცირებას რამდენიმე ფეხბურთელის ჩართვით ცდილობს.

იტალიური გამოცემა Libero-ს ცნობით, ემერსონ პალმიერის შემდეგ ჩელსი ჰაკიმის ტრანსფერში ესპანელი უკანახაზელის მარკოს ალონსოს ჩართვას ცდილობს.

30 წლის ფეხბურთელი ბოლო წლების განმავლობაში ინტერს არაერთხელ დაუკავშირეს და ბენეამატა მისი გაფორმების წინააღმდეგი არ არის, თუმცა შეთანხმდებიან თუ არა გუნდები თანხაზე, რომლის დამატებაც ჩელსის მოუწევს, რთული სათქმელია…