Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსი ბაკაიოკოსთან მიმართებაში ჟირუს მსგავსი გეგმა აქვს…

ბოლო დღეებში ტიემუ ბაკაიოკოს სახელი, რომელიც როსონერის რიგებში 18/19 წლების სეზონში იჯარის წესით ასპარეზობდა, არაერთხელ დაუკავშირეს და ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე ტრანსფერი საკმაოდ რეალური ჩანდა, მაგრამ ჩელსიმ ამ შემთხვევშიც საქმე საგრძნობლად გაართულა.

ბაკაიოკოს კონტრაქტი ჩელსისთან 2022 წლის ზაფხულში იწურებოდა და როსონერის იმედი ჰქონდა, რომ ამ ფაქტის გათვალისწინებით მის გაფორმებას 10 მილიონინს ფარგლებში მოახერხებდა, მაგრამ MilanNews-ის ინფორამციით, ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტში რასებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ლონდონელებს ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივება ავტომატურად შეუძლიათ და მის გამოყენებას აპირებენ.

წყაროს ცნობით, მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში მილანი ჩელსის მის იჯარას სთხოვს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, მაგრამ ლონდონელებს ბაკაიოკოს ახლავე გაყიდვა სურს.