Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსი და ინტერი ლუკაკუს ტრანსფერზე შეთანხმდნენ

რამდენიმე იტალიური წყარო ინფორმაციით, ჩელსიმ და ინტერმა რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტების ალფრედო პედულასა და ჯანლუკა ლონგარის ცნობით, ჩელსის ინტერისთვის 115 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს და ტრანსფერში სხვა ფეხბურთელები ჩართული არ იქნებიან.

წყაროს ცნობით, მხარეები საბუთებს უახლოეს საათებში გაცვლიან და ბელგიელი ფორვარდის ჩელსიში დაბრუნება ოფიციალურად უახლოეს 48 საათში გაოფიციალურდება.