Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსი და მანჩესტერი ინტერთან დუმფრისის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

იტალიური მედიის ცნობით, ინტერი ჩელსისთან და მანჩესტერ იუნაიტედთან დენზელ დუმფრისის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

26 წლის ფეხბურთელის მიმართ პრემიერ ლიგიდან ინტერესი უკვე დიდი ხანია არსებობს, მუნდიალზე წარმატებული თამაშის შემდეგ კი ინგლისურმა გრანდებმა მის გასაფორმებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს.

FcInterNews-ის ინფორმაციით, დაინტერესებულ მხარეებს შორის ყველაზე მეტად ამ მომენტისთვის ჩელსი აქტიურობს, თუმცა ინტერის მოთხოვნილი 60 მილიონის გადახდა არ სურს, ბენეამატა კი თავის მხრივ სხვა წინადადებების მოსმენას არც კი განიხილავს და ტრანსფერში რომელუ ლუკაკუს ჩართვის კატეგორიული წინააღმდეგია.