Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსი და პსჟ დონარუმას ზღაპრულ კონტრაქტს სთავაზობენ

MilanNews-ის ინფორმაციით, ჩელსიმ და პსჟ-მ ჯიჯო დონარუმას გადაბირებას ცდილობენ და მზად არიან, ახალგაზრდა ფეხბურთელს ზღაპრული ხელფასი გადაუხადონ.

დონარუმას მილანთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ყველა მსურველს მასთან მილანის გვერდის ავლით მოლაპარაკებების გამართვის უფლება აქვს. წყაროს მტკიცებით, ორივე გუნდი მზად არის ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და  სეზონში 12-14 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც საერთო ჯამში 60-70 მილიონი გამოდის.

21 წლის ფეხბურთელი მილანში მიმდინარე კონტრაქტის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს იღებს და მინო რაიოლა ორივე გუნდის შეთავაზებას დიდი სიხარულით დათანხმდებოდა, რის სანაცვლოდაც ის მსუყე საკომისიოს მიიღებდა, თუმცა დონარუმამ მილანში დარჩენის სურვილი არაერთხელ დააფიქსირა.

იტალიის საზღვრებს გარედან გაკეთებული ასეთი მსუყე წინადადება მილანსაც რთულ სიტუაციაში აყენებს და მათ დონარუმასთვის ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა მოუწევთ.

გათიშვა