Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსი და რომა აბრაჰამის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ

რომა ტამი აბრაჰამის დარწმუნებას ცდილობს და პარალელურად ჩელსისთან ტრანსფერის ფორმულაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

Goal.com-ის ინფორმაციით, ჩელსი მზად არის 23 წლის ინგლისელი ფორვარდი რომაში იჯარით გაუშვას, მისი 35 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა მის კონტრაქტში უკან გამოსასყიდი პუნქტის ჩადება სურს.

აბრაჰამი არსენალის ქომაგია და იმედი აქვს, რომ ის მეთოფეების რიგში გადაბარგებას მოახერხებს, თუმცა რომას სპორტული დირექტორი ტიაგუ პინტუ უკვე ლონდონში იმყოფება და ფეხბურთელის დარწმუნებას ცდილობს.