Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსი დე ლიხტის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას იხდის…

ესპანური წყაროების ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლონდონის ჩელსის მთავარი სატრანსფერო სამიზნე იუვენტუსის ცენტრალური მცველი მატიას დე ლიხტი იქნება.

გამოცემა AS-ს მტკიცებით, ლურჯები იუვენტუსს ნიდერლანდელი ტალანტის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს შესთავაზებს.

მიმდინარე სეზონის ბოლოს დე ლიხტის კონტრაქტში ამოქმედდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის გამოსყიდვა 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტურინელებმა მატიასის გასხვისება ამაზე ნაკლებ თანხად მოისურვონ.