Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩელსი დიბალას გაფორმებას არ აპირებს

პაულო დიბალამ სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო და მისი იუვენტუსიდან შესაძლო წასვლაზე ხმები კვლავ გააქტიურდა. ჭორებს ისიც ამძაფრებს, რომ მისი კონტრაქტი გუნდთან 2022 წლის ივნისში იწურება, მხარეები კი ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ აღწევენ.

იუვენტუსს კილიან მბაპეს სახელი არაერთხელ დაუკავშირეს და არ არის გამორიცხული, რომ ლა ჯოიას სანაცვლოდ მიღებული თანხა სწორედ ფრანგი ვარსკვლავის ტრანსფერს მოხმარდეს. დიბალას ერთ-ერთ ყველაზე რეალურ მსურველად ლონდონის ჩელსი სახელდებოდა, თუმცა Calciomercato-ს ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩი შემტევი ფეხბურთელის გაფორმებას აღარ აპირებს.

ჩელსიმ ზაფხულში ზიეიჩი – ჰავერცის ტრანსფერებზე 100 მილიონზე მეტი დახარჯა და რუსი მილიარდელის აზრით, დიბალას მისვლა მათ განვითარებაში ხელს შეუშლის…