Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩელსი დონარუმასთვის ბრძოლას გამოეთიშა

Calciomercato-მ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩელსი, იუვენტუსი, პსჟ და მადრიდის რეალი ჯიჯო დონარუმას უფასოდ გაფორმებას ცდილობენ და მის აგენტთან მოლაპარკაებებს უკვე აწარმოებენ.

ცოტა ხნის წინ იმავე წყარომ დონარუმას შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ დონარუმას მსურველთა სიას ჩელსი ჩამოშორდა. მათი მტკიცებით, ლონდონელები ედუარდ მენდის სრულ ნდობას უცხადებენ და ჯიჯოს ტრანსფერზე აქტიურობას აღარ გეგმავენ.