Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსი ინტერს 2 ახალ წინადადებას უმზადებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, უახლოეს საათებში ჩელსი ინტერს რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ 2 ახალ წინადადებას შესთავაზებს.

Sky Sport Italia-ს ცნობით, ლონდონელები მზად არიან ბელგიელი ფორვარდის სანაცვლოდ 105 მილიონი ევრო და დავიდე ძაპაკოსტა, ან 115 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ბენეამატა სავარაუდოდ ორივე წინადადებას უარით გაისტუმრებს, რადგან მათ 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 130 მილიონი ევროს მიღება სურთ და გუნდის ერთ-ერთი ლიდერის უფრო იაფად გაშვებას არ აპირებენ.