Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსი კიეზას ტრანსფერით ინტერესდება

ბრიტანული მედიის ინფორამციით, ლონდონის ჩელსი იუვენტუსის იტალიელი შემტევის ფედერიკო კიეზას ტრანსფერით ინტერესდება.

კიეზა იუვენტუსს 2020 წლის ოქტომბერში ფიორენტინადან, 2-წლიანი იჯარით შეუერთდა და მიმდინარე სეზონის ბოლოს ტურინელებს მისი გამოსყიდვის ვალდებულება აქვთ. საერთო ჯამში ბიანკონერის მისი ტრანსფერი 60 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც სიამოვნებით გადაიხდის, რადგან 24 წლის ფეხბურთელი გადმოსვლის დღიდან გუნდის ლიდერი და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ლონდონელები მზად არიან კიეზას სანაცვლოდ იუვენტუსს 100 მილიონი ევრო შესთავაზონ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტურინელებმა კიეზას რაიმე თანხის სანაცვლოდ გაყიდვა განიხილონ, რადგან ის გუნდის ერთ-ერთ ხელშეუხებელ ფეხბურთელად მოიაზრება.