Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსი კულიბალის ტრანსფერზე გააქტიურდა

იტალიური წყაროების ცნობით, ჩელსი სეზონის ბოლოს ნაპოლის უკანახაზელის კალიდუ კულიბალის გაფორმებას ეცდება.

მას შემდეგ, რაც ჩელსის ახალი მფლობელები ჰყავს, ლონდონურ გუნდს სატრანსფერო ოპერაციების განხორციელების უფლება მიეცა და ლურჯების ხელმძღვანელობა შემადგენლობის გასაძლიერებლად შესაბამის კადრებს უკვე არჩევენ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ჩელსის კულიბალის გაფორმება ანტონიო რუდიგერის ნაცვლად სურს, რომელიც გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და მადრიდის რეალში გადაბარგდება.

ნაპოლის კულიბალის გაყიდვა არ სურს, თუმცა თუ სენეგალელი ფეხბურთელი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რომელიც 2023 წლის ზაფხულში იწურება, პარტენოპეის მისი გასხვისება მოუწევს.