Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსი ლუკაკუს სანაცვლოდ მსუყე თანხას ამზადებს

ჩელსი ინტერის ბელგიელი ფორვარდის რომელუ ლუკაკუს გაფორმებით ინტერესდება და მის სანაცვლოდ ნერაძურის კოლოსალურ თანხას შესთავაზებს.

ლუკაკუ ჩელსიში 2011 წლის აგვისტოში ანდერლეხტიდან გადაბარგდა, თუმცა მას ბევრი დრო არ მიეცა და იჯარის წესით სხვადასხვა გუნდებში ითამაშა, საბოლოოდ კი 2014 წელს ევერტონში აღმოჩნდა.

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, ჩელსი მზად არის ლუკაკუს სნაცვლოდ 105 მილიონი ევრო გადაიხადოს.

27 წლის ფეხბურთელი ინტერში 2019 წელს მანჩესტერიდან, 74 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და მას შემდეგ 91 მატჩში 61 გოლის გატანა შეძლო.

ინტერს ლიდერების გაყიდვა არ სურს, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო დარწმუნებით იმის თქმა, რომ ნერაძური ჩელსის უარით გაისტუმრებს, შეუძლებელია…