Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსი ლუკაკუს ტრანსფერზე გადაერთო…

იტალიური გამოცემა SportMediaset-ის ინფორმაციით, ჩელსი რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მუშაობას იწყებს და არ არის გამორიცხული ნერაძურის ბელგიელი ფორვარდის სანაცვლოდ ბენეამატას მოთხოვნილი 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ჩელსი უკვე დიდი ხანია დორტმუნდიდან ერლინგ ჰაალანდის ტრანსფერზე მუშაობენ, მაგრამ გერმანელებმა ახალგაზრდა ნორვეგიელი ტალანტის გაშვება არ ისურვეს და ტუხელის გადაწყვეტილებით, მისი ალტერნატივა რომელუ ლუკაკუ გახლავთ.

წყაროს ინფორმაციით, ინტერს რომელუ ლუკაკუს გაყიდვა არ სურს, მაგრამ თუ დაინტერესებული მხარე 120 მილიონი ევროს გადახდას მოისურვებს, ბეპე მაროტა მათ წინადადებას ნერაძურის მფლობელებთან აუცილებლად განიხილავს…