Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსი მილანის ვარსკვლავის დამატებას ეცდება

იტალიური მედიის ინფორამციით, სანამ მილანი ტეო ერნადნესთან ახალი კონტრაქტის თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, მისი ტრანსფერის მსურველთა რიგი კიდევ უფრო გაიზარდა და სიას ამჯერად ლონდონის ჩელსი შეემატა.

ტეო ერნანდესმა რეალიდან მილანში გადასვლის შემდეგ თავისი პოტენციალი სრულად გამოავლინა და მისი სატრანსფერო ღირებულება უკვე 3-ჯერ გაიზარდა, თუმცა რთულად წარმოსადგენია, რომ როსონერიმ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ასე მარტივად დათმოს.

Calciomercato-ს ინფორამციით, ჩელსი მზად არის მილანს ტეო ერნანდესის სანაცვლოდ 21 მილიონი ევრო და 25 წლის ფორვარდი ტიმო ვერნერი შესთავაზოს, რომელის ჩელსიში ლუკაკუს მისვლის შემდეგ საკმაოდ მცირე სათამაშო დროს იღებს.

მილანი ახალგაზრდა ცენტრალური თავდამსხმელის გაფორმებას უკვე დიდი ხანია ცდილობს, მაგრამ ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ამის გაკეთება გუნდის ერთ-ერთი წამყვანი წევრის ხარჯზე სცადოს და ტეოს გაშვებას დათანხმდეს…