Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩელსი მილანს კიპერების გაცვლას სთავაზობს

გუშინ მოგახსენეთ, რომ ჩელსი მილანის იტალიელი კიპერის, ჯიჯო დონარუმას ტრანსფერით ინტერესდებოდა, Football Insider კი ჩელსის შეთავაზებას დეტალებში აღწერს.

ლურჯებს სურთ, რომ ჯიჯო დონარუმა მილანიდან 1-წლიანი იჯარით აიყვანონ, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით და იგივე პირობებით საპირისპირო მხარეს კეპა არიზაბალაგა გაუშვან, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დონარუმას მილანთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს უმთავრდება, როგორ აპირებს ჩელსი ამ ბარტერის განხორციელებას, ძნელი სათქმელია.

Leave a Reply

Your email address will not be published.