Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩელსი ემერსონის გაშვებაზე თანახმაა

ლონდონელები იუვენტუსის სატრანსფერო სამიზნეს,ემერსონ პალმეირის გუნდიდან გაშვებას ხელს არ შეუშლის.

იტალიური მედიის მტკიცებით,მხარეებმა ფეხბურთელის თაობაზე უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები.

იუვენტუსი ემერსონს ჯერ კიდევ რომადან აკვირდებოდა და ეს ინტერესი ჩელსიში გადასვლის შემდეგაც არ განელებულა.

ემერსონი ფრენკ ლამპარდის ძირითად თერთმეტეულში ვერ ხვდება და გუნდი მისი გაშვების წინააღმდეგი არ არის.

მხარეებს შორის გონსალო იგუაინის ტრანსფერის შემდეგ კარგი ურთიერთობაა,რაც ტრანსფერის ალბათობას უფრო ზრდის.