Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსი ჟირუს მილანში ტრანსფერში ხელს არ შეუშლის

ნიკოლო შირამ მილანის სატრანსფერო სამიზნის ოლივიე ჟირუს შესახებ ისაუბრა, რომელმაც ყველასგან მოულოდნელად ჩელსისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

წყაროს ინფორმაციით, ჟირუმ ლურჯებს გუნდიდან წასვლის სურვილის შესახებ აცნობა, რაზეც თანხმობა მიიღო. ჩელსი ინგლისის გარეთ ჟირუს სრულიად უსასყიდლოდ გაასხვისებს, რაც მილანის წისქვილზე ასხავს წყალს, რადგან ჟირუს გაფორმება, როდესაც მისი კონტრაქტი იწურებოდა, ვესტ ჰემს სურდა, თუმცა ახლა როსონერის კონკურენტი ფაქტობრივად აღარ ჰყავს.