Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსი ჟირუს უფასოდ გაშვებას დათანხმდა

როგორც უკვე მოგახსენეთ, გუშინ მილანის წარმომადგენლებსა და ჟირუს აგენტს შორის მილანში შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მილანში ტრანსფერის შემთხვევაში ჟირუ 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ანაზღაურება კი 3-3.5 მილიონი ევრო იქნება.

ჟირუს ტრანსფერში ერთადერთი პრობლემა გახლდათ ის, რომ ჩელსიმ მის კონტრაქტში არსებული პუნქტი აამოქმედა და ფეხბურთელს ხელშეკრულება ავტომატურად გაუხანგრძლივა, როსონერი კი ვეტერაი ფორვარდის სანაცვლოდ ფულის გადახდას არ აპირებდა.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ჟირუს აგენტსა და ჩელსის მესვეურებს შორის შეხვედრა უკვე შედგა და ლონდონელების წარმომადგენლები ვეტერანი ფრანგი ფორვარდის მილანში უფასოდ გაშვებას დათანხმდნენ.