Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ცვლილებები იგეგმება

ჩემპიონთა ლიგის რეფორმა თითქმის მზად არის და უეფა განახლებულ ტურნირს 2024 წლის შემდეგ შემოგვთავაზებს.

ახალი ფორმატის მიხედვით, გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება და ევროპულ გრანდებს შორის უფრო მეტი მატჩი გაიმართება.

დღეს, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს 13 თამაშის გამართვა უწევს: 6 ჯგუფურ ეტაპზე, 2 1/16 ფინალში, 2 მეოთხედფინალში, 2 ფინალში და ერთი ფინალში.

მომავალში კი ფინალისტებს 17 თამაშის გამართვა მოუწევთ, რომელთაგან 10-ს პირველ ფაზაში ჩაატარებენ. UEFA ტრანსლაციის უფლებას 125-დან 209-მდე გაზრდის, რაც დამატებითი ფინანსების მოზიდვას გამოიწვევს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადანაწილდება დამატებითი 4 ადგილი.

არ არის გამორიცხული, რომ ეს 4 ადგილი ისტორიულ გუნდებს დაეთმოს, რომლებსაც ცუდი სეზონი ჰქონდათ, თუმცა წარსულში მიღწევების გამო მათი ტურნირზე ყოფნა ჩემპიონატს უფრო დაამშვენებს.

თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ საფრანგეთის, პრემიერ ლიგის და ლა ლიგის ჩემპიონატებს ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი სლოტი დაემატოს.

Corriere dello Sport-ის მტკიცებით, 36 გუნდი ერთ ჯგუფში, თუმცა სხვადასხვა კატეგორიებში მოიყრის თავს, კატეგორიები კი UEFA-ს რეიტინგის მიხედვით იქნება შედგენილი.

პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, საუკეთესო 8 გუნდი მომდევნო ეტაპზე გავა, 9-დან 24-მდე კი პლეი-ოფის სისტემით დანარჩენი 8 გუნდის ვინაობას გამოავლენენ.