Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა კულმინაციას უახლოვდება…

მილანმა კალიარისთან უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის განაღდების შანსი ხელიდან გაუშვა.

ინტერის და ატალანტას შემდეგ, სერია ა-ში ჩემპიონთა ლიგის 2 საგზურია ვაკანტური, რომლებისთვისაც მილანი, ნაპოლი და იუვენტუსი სეზონის ბოლო ტურში იბრძოლებენ.

მილანს და ნაპოლის იუვენტუსზე ერთით მეტი ქულა აქვთ და უკეთეს პოზიციაზე არიან, თუმცა როსონერის ბოლო ტურში მეტოქე ატალანტა ეყოლება, იუვენტუსს ბოლონიას დამარცხება მოუწევს, ნაპოლი კი საკუთარ მოედანზე ვერონას მიიღებს.