ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის დეტალები
UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი წარადგინა, რომელიც ძალაში 2024/25 წლების სეზონიდან შევა.
ახალი ფორმატის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება.
ტურნირზე მონაწილე 36 გუნდი 4 ჯგუფად დაიყოფიან და თითო გუნდს ჯგუფში 8 მატჩის გამართვა მოუწევს, 4 გასვლა, 4 სახლი.
პლეი-ოფში პირდაპირ გასვლის უფლებას 8 საუკეთესო გუნდი მიიღებს, 9-24 ადგილზე გასულ გუნდებს კი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 2-რაუნდიანი ეტაპის გადალახვა მოუწევთ.