ჩემპიონთა ლიგის განახლების თარიღი ცნობილია?
Sky Sport Italia-ს ცნობით,ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო თამაში,იუვენტუსი – ლიონი(0-1) და ბარსელონა – ნაპოლი(1-1) 7-8 აგვისტოში ჩატარდება.
ამის შემდეგ,დარჩენილი საუკეთესო 8 გუნდი თამაშებს 12 აგვისტოდან პორტუგალიის დედაქალაქში,ლისაბონში გამართავს.
18-19 აგვისტოს ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება,23 აგვისტოს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალი შედგება.იგივე ფორმატით გაგრძელდება ევროპა ლიგაც.
სტამბოლში,სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი წელს უნდა გამართულიყო,ევროპის საუკეთესო გუნდის გამოსავლენი შეხვედრა 2021 წელს გაიმართება.სანქტ-პეტერბურგი ფინალს 2022 წელს უმასპინძლებს,2023 წელს ბერლინი,ხოლო 2024 წელს ფინალი ინგლისში,Wembley Stadium-ზე გაიმართება.
ევროპის სუპერ თასის შეხვედრა 24 სექტემბერს,ბუდაპეშტში ჩატარდება.
ამ გეგმაზე უეფაში მომავალ კვირას იმსჯელებენ და დიდი ალბათობით ყველა მხარე თანახმა იქნება.